ვორლდ ექსპრესის ტრეინინგ ცენტრი გიწვევთ პრაქტიკულ ტრენინგ-სემინარზე „ სამუშაოს წარმატებული ძიებისათვის“ .
ტრეინინგი ეხმარება მსმენელებს საკუთარი შესაძლებლობებისა და პიროვნული რესურსების გაცნობიერებაში, თვითრწმენის გაძლიერებასა და სამუშაოს წარმატებული ძიებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება - სტიმულირებაში.
ტრეინინგ-პროგრამის ძირითადი საკითხებია:
• სამუშაოს ძიების მექანიზმები;
• შრომითი ბაზარი საქართველოში;
• დასაქმების პირობები და მოთხოვნები;
• ვაკანსია და მასთან შესაბამისობის უნარის გამომუშავება;
• გასაუბრებისთვის მომზადება;
• სხეულის ენა;
• ეტიკეტი და ეფექტური კომუნიკაცია;
• თვითწარდგენა და ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკები;
• სამუშაოს ძიების წარმატებული და წარუმატებელი მცდელობები;
ტრეინინგს უძღვებიან მაღალკვალიფიციური ,მოწვეული ფსიქოლოგები.
ტრენინგის ფორმატი:
ტრენინგის დროს მიწოდებული იქნება თეორიული ინფორმაცია სამუშაოს ძიების ტექნიკების შესახებ (მინი-ლექციები, პრეზენტაციები).
პრაქტიკული მუშაობა მოიცავს: დისკუსიებს; “ტვინის შტურმს”; როლურ თამაშებს, სიმულაციებს; დრამას, მონოლოგიას; დიალოგის მეთოდებსა და სხვ.
ტრენინგში ძირითადად გამოყენებული იქნება ინტერაქტიული სწავლების ფორმა.
ტრენინგის ძირითადი მოთხოვნები:
• ტრეინინგ-ჯგუფის წევრთა რაოდენობა არაუმეტეს 16 მონაწილისა;
• ტრეინინგის ხანგრძლივობა: 3 დღე,
• ტრეინინგი დაყოფილია სესიებად 1.15-1.30 სთ. ( სესიებს შორის შესვენება 15 წთ)