სასწავლო სივრცე

საერთაშორისო ინგლისურენოვანი ზამთრის ბანაკი ბაკურიანში
8 დღე მხოლოდ ინგლისურად!

 

ბანაკში სწავლების მეთოდი ეფუძნება აქტიურ კომუნიკაციას ინგლისურ ენაზე და უზრუნველყოფს სალაპარაკო ენის სწრაფად და ადვილად ათვისებას.

ჩვენი კომპანია უკვე მე-10 წელია აწყობს საერთაშორისო ინგლისურენოვან ბანაკს და საკმაოდ წარმატებით! ჩვენი ბანაკის წევრების უმრავლესობა მესამედ და მეოთხედ იღებს მონაწილეობას! ბანაკში არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხის, არამედ უცხოელი ბავშვებიც მონაწილეობენ.
ზამთრის ბანაკის წევრთა ასაკია 9-დან 17 წლის ჩათვლით.
პროგრამა გათვალისწინებულია მათთვის, ვისაც სურს აიმაღლოს ინგლისური ენის დონე და პასიური ცოდნა აქტიურ მეტყველებაში გადაიტანოს.
 
პროგრამა:
- პროგრამის ხანგრძლივობა: 8 დღე (7 ღამე);
- ქართველი და უცხოელი პროფესიონალი პედაგოგები;
- საცხოვრებელი ადგილი ბაკურიანი;
- აქტივობები ინგლისურენა ზემთელი დღის განმავლობაში;
- საკანცელარიო ნივთები;
- კვება: სამჯერადი;
- თხილამურზე ვარჯიშის ორგანიზება პროფესიონალი მწრვთნელების მეთვალყურეობით (ფასში არ შედის);
- დაზღვევა საქართველოს ტერიტორიაზე 8 დღის განმავლობაში;
- ტრანსფერი: თბილისი-ბაკურიანი-თბილისი (მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით);
- ქურთუკები კომპანიის ლოგოთი;
- სერტიფიკატი კომპანია «World Express »-ისგან;
- დიპლომი კომპანია «World Express »-ისგან;

დღის განრიგი:
09:00 – გაღვიძება;
09:30 - დილის ვარჯიში;
10:00 - საუზმე;
10:30 - თავისუფალი დრო;
10:45 - პირველი მეცადინეობა (სასაუბრო უნარები, კითხვა, გრამატიკა, სიტყვათა მარაგი, კულტურის საათი)
11:45- თავისუფალი დრო
12:00 – მეორე მეცადინეობა (სასაუბრო უნარები - დიალოგი,სიმღერა);
13:00 - კრეატიული თამაშები;
14:00 - სადილი;
14:30 - მომზადება სათხილამუროდ;
15:00 - გასვლა სათხილამურო ტრასაზე;
17:30- სასტუმროში დაბრუნება;
18:00 –თავისუფალი დრო;
19:00 - ვახშამი;
19:30 - კარაოკე, ცეკვა, ინტელექტუალური თმაშები.
21:00 - ინგლისურენოვანი მხატვრული ან დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმის ჩვენება;
22:00 - ძილი;

რეგისტრაციისთვის საჭიროა: მშობელმა გამოგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: camp@wex.ge; ან მოიტანოს ოფისში ბავშვის პირადობის (ან დაბადების მოწმობის) და მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები, მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას და ჩარიცხოს თანხა კომპანიის ანგარიშზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: camp@wex.ge;
Skype: worldexpressconsultant;
Tel.: +995 574 404089 (მარი) ; +995 593264818 (თამუნა); +995 574 404003 (კახა).






ბანერები
Created By itoffice